ლაშა სალუქვაძემ ბაქოს დერბიში გაიტანა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატში 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. დიდ ინტერესს იწვევდა ბაქოური დერბი "ნეფთჩისა" და "ინტერს" შორის, რომელიც 2:2 დასრულდა.

გამარჯვების შემთხვევაში კახა ცხადაძის გუნდი "ნეფთჩის" გადაუსწრებდა კიდევაც, მაგრამ 2:2 დაუზავდა.

ცხადაძემ სასტარტოში ლაშა სალუქვაძე, ბაჩანა ცხადაძე და ალექსანდრე იაშვილი ათამაშა. "ინტერი" იგებდა კიდევაც, მაგრამ 76-ე წუთზე მეტოქემ პენალტით გაათანაბრა.

81-ე წუთზე სალუქვაძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და "ინტერის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა, თუმცა უპირატესობა "ინტერმა" ვერც ამჯერად შეინარჩუნა - 2:2.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" "სუმგაითი" 4:0 გაანადგურა. აზალ-ი შინ 1:2 დამარცხდა "გაბალასთან", მასპინძელთა
რიგებში არ გამოჩენილა ლაშა კასრაძე.

ლიდერი "ყარაბაღი" "რავანს" ესტუმრა. ჯაბა დვალი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მეორე ტაიმში დვალის ნაცვლად ნიკოლოზ გელაშვილი შევიდა. "ყარაბაღმა" 2:0 იმარჯვა. "ყარაბაღი" 45 ქულით პირველ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული