გია გრიგალავა: 0:0-ის შემდეგ "გენკთან" თანაბარი შანსები გვაქვს

AutoSharing Option
მახაჭყალის "ანჟის" მცველმა გია გრიგალავამ "გენკთან" (0:0) ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა და შედეგს კანონზომიერი უწოდა.

გრიგალავას თქმით, მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საპასუხო მატჩშიც არ გაუშვან გოლი.

"მატჩი რთული გამოვიდა, ხოლო ანგარიში, ვფიქრობ, კანონზომიერია. კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ რეალიზაცია მოგვიკოჭლებს.

"გენკის" თამაშები ნანახი გვქონდა და მათი ძლიერი და სუსტი მხარეები შევისწავლეთ, თუმცა მეტოქისთვის სეზონი დიდი ხანია დაიწყო. ამის მიუხედავად, ფიზიკურად მათზე ნაკლებნი არ ვიყავით; პირიქით, მეორე ტაიმში ვჯობნიდით კიდეც.

ვფიქრობ, ამ შედეგის მერე შანსები თანაბარია. შინ
გოლი არ გაგვიშვია, ესე იგი, სტუმრად შედეგიანი ფრე გვაწყობს, თუმცა პრიორიტეტი მაინც გოლის არგაშვებაა, ხოლო გასატანად მომენტები, დარწმუნებული ვარ, გვექნება.

- მომეჩვენა, რომ "ანჟის" დაცვას ცოტა სამუშაო ჰქონდა...
- ამას ვერ ვიტყოდი. მეტოქეც გვიტევდა, მაგრამ ვცდილობდით, კარში დარტყმის უფლება არ მიგვეცა. იმედია, ეს საპასუხო მატჩშიც გამოგვივა.

- არსებობს აზრი, რომ სტუმრად თამაში უფრო იოლი იქნება, რადგან მოედნის საფარი უკეთეს მდგომარეობაშია...

- ვნახოთ, ვინ უფრო გამოიყენებს ამას. ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც ბურთთან კარგად მუშაობა შეუძლიათ.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები: ოქრიაშვილის დებიუტი, საიმედო კანკავა და გრიგალავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული