Sports.ru: ვინ არის დავით თარგამაძე?

AutoSharing Option
რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 28 თებერვალს იხურება, თუმცა დავით თარგამაძის საიჯარო ტრანსფერი დონეცკის "შახტარიდან" ეკატერინბურგის "ურალში" ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა. რუსულ და უკრაინულ მედიაში ამ ტრანსფერს გადაწყვეტილად მიიჩნევენ, თუმცა რუსული პრემიერლიგის მაჩანჩალა კლუბის ხელმძღვანელობა ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძემ სეზონის პირველი ნახევარი, ასევე იჯარით, "ილიჩევეცში" გაატარა. რაც შეეხება "ურალს", ეს გუნდი ბოლო მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა და ყველაფერი იქ გადაწყდება.

ამასთან დაკავშირებით Sports.ru:-მ გამოაქვეყნა სტატია: "ვინ არის დავით თარგამაძე", სადაც მოთხრობილია ქართველი ლეგიონერის კარიერის შესახებ.

"ბევრმა წყარომ
გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით თარგამაძე "ურალში" გააგრძელებს კარიერას, საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდება. თარგამაძეზე უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ 5-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, იქ ერთი მატჩიც არ უთამაშია. გააფორმა თუ არა კონტრაქტი, დავითი "ილიჩევეცს" დაუთმეს, სადაც გაატარა უკვე 2 სეზონი.

"რუსეთში უკეთესი ჩემპიონატია, "ურალის" სასარგებლოდ არჩევანი კი ალექსანდრ ტარხანოვის გამო გავაკეთე. მას უყვარს შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი", - აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში თარგამაძე.

თუკი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, დავითს შეუძლია შეცვალოს ტრანსფერზე დაყენებული ედგარ მანუჩარიანი. ქართველი "ურალის" შეტევებს დამატებით ვარიანტებს შემატებს"
, - წერს რუსული ინტერნეტპორტალი.

შეგახსენებთ, რომ "ურალის" წევრად ითვლება ლაშა გვალიაც, რომელსაც რუსეთში შესვლის და მუშაობის ვიზას არაფრით აძლევენ. კლუბშია საქართველოში ნათამაშები აფრიკელი ფორვარდი ჩისამბა ლუნგუც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული