ბაჩანა არაბულმა "ალკორკონის" დუბლებში უკვე მეორედ ითამაშა

AutoSharing Option
2 მარტს, ესპანეთის ტერხერა დივიზიონის (რანგით მე-4 ლიგა) მორიგ ტურში "ალკორკონის" მეორე გუნდმა, სადაც ქართველი თავდამსხმელი ბაჩანა არაბული თამაშობს, სტუმრად მადრიდის "ატლეტიკოს" მესამე გუნდი (1:0) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და, როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება,  ერთ მომენტში მის მიერ დარტყმული საკმაოდ მცირე მანძილით ასცდა მეტოქეთა კარს.

აღნიშნული მატჩი ესპანურ გუნდში რიგით მეორე ოფიციალური შეხვედრაა ქართველი ლეგიონერისთვის,
რომელიც სეზონის დასაწყისში, გორის "დილადან" შეუერთდა ესპანელთა რიგებს და პირველ წრეში მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას.

აქვე გეტყვით, რომ არაბულს "ალკორკონის" პირველი გუნდის მიერ ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია, ხოლო "ალკორკონი ბ", სადაც მან უკვე 2-ჯერ ითამაშა, ესპანეთის ტერხერა დივიზიონის (რანგით მე–4 ლიგა) მე-7 ჯგუფში, მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფორვარდი ალექსანდრე ჩივაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ლუქსემბურგთან "მიხეილ მესხზე" გასამართი ევროშესარჩევის საკვალიფიკაციო მატჩისთვის გამოიძახა, რომელიც 5 მარტს გაიმართება (იხილეთ ვრცლად).

კახა თორია
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ახალგაზრდულ ნაკრებში რეებს წერთ
gela
16:16 03-03-2014
0
ეს არის ჩვენი ფეხბურთის მომავალი? 20 წლის ასაკში ესპანეთის მე-4 ლიგის მე-15 ადგილზე მყოფ გუნდში ორჯერ ითამაშაო. რა გვეშველება.
giga
17:06 03-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული