20 ნოემბერს, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩში ერთმანეთისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის 5-5 ტურით დასაჯეს "ხაზარის" დირექტორი იუნის ჰუსეინოვი და "ინტერის" ქართველი თავკაცი კახა ცხადაძე. ორივე 5-5 ათასი მანათით (დაახლოებით 10 ათასი ლარი) დასაჯეს.
მომავალ ხუთ ტურში "ინტერს" სათამაშოდ ცხადაძის ასისტენტი ზაურ სვანაძე გამოიყვანს.
უფრო დიდი სასჯელი მისცეს "ნეფთჩის" წარმომადგენელ ელნურ აშრაფოღლუს, რომელმაც მსაჯებს აგინა გიორგი ჩიხრაძის "სიმურგთან" მატჩში - 10 მატჩი.