ალექს მაკლიში: ოქრიაშვილს რომ უკეთ ეთამაშა, მოვიგებდით

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "გენკი" "გენტს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ამ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი სტუმართა შორის 65-ე წუთზე გამოჩნდა, 73-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 85-ეზე მეორე ყვითელ ბარათს მისი პირველი გაძევება მოჰყვა ბელგიის ჩემპიონატში.

hln.be წერს, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ახლახან შეიწყალეს გუნდში და სარეზერვო გუნდიდან ისევ პირველში დააბრუნეს, თუმცა მისი უცნაურობები გრძელდება.

"65-ე წუთზე ოქრიაშვილი მოედანზე შეიყვანეს და ათ წუთშივე მან უკნიდან ჩაარტყა ასარეს და ყვითელი ბარათი მიიღო. შემდეგ გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონ
და გერკენსის პასის შემდეგ, მაგრამ თამაშგარეში მოხვდა და ბოლოს მან გუნდი დააღალატა, ორთაბრძოლაში დააგვიანა, სულელურად მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და გასახდელისკენ გაემართა", - წერს საიტი.

ალექს მაკლიშმა მატჩის მერე შემდეგი თქვა: "მოგებაც შეგვეძლო, ოქრის რომ კარგად ეთამაშა, მას დიდებული პასი მისცეს. ეს, რა თქმა უნდა, დაუმსახურებელი მოგება იქნებოდა, მაგრამ მაინც".
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვტმ სტადიონ-ზე ნახეთ ამ თამაშის მიმოხილვა.ოქრიაშვილს პროფესიონალობამდე ბევრი უკლია, მაგრამ ეს ინტერვიუ მასზე ხელის შეწმენდა იყო
Gela
20:04 08-12-2014
0
მაკლიშია არაპროფესიონალი მწვრთნელი და ოქრიაშვილია პროფესიონალი ფეხბურთელი :DDDDDDDDDDDDDDD
Saba
19:16 08-12-2014
0

სიახლეები პოპულარული