საბერძნეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ოფი-მ შინ "ლევადიაკოსთან" წააგო - 0:2. ამ შეხვედრაში ერთი გოლი გიორგი ლორიას აშკარა შეცდომის შემდეგ გავიდა.
აი, რას წერს gentikoule.gr: "ქართველი გოლკიპერის შეცდომის წყალობით, მანტციუმ გოლი ცარიელ კარში გაიტანა. რა თქმა უნდა, "ლორი" დამნაშავე იყო ამ გოლში, მაგრამ როგორ შეიძლება ძვირი ითქვას მოთამაშეზე, რომელიც საუკეთესოა ოფი-ს რიგებში.
მან რამდენჯერმე ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა გუნდს, შეინახა კარი მშრალად, უთამაშია ბრწყინვალედ, მაშინ, როცა მეტოქე აშკარად სჯობდა ოფი-ს.
ასე რომ, ბოლო ფაქტი ვერ აუფერულებს ლორიას მიღწევებს. ის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია".
17:47 09-12-2014
გიორგი ლორია - მოთამაშე, რომელსაც შეცდომა ეპატიება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აშკარად წაადგა ლორიას გუნდის გამოცვლა.. ეს აუცილებელი იყო მისი პროფესიული ზრდისთვის, ბევრ შეცდომას უშვებდა უკვე დინამოში და ნაკრებშიც, ახალი გამოწვევა სჭირდებოდა და ფაქტია რო მოუმატა კიდეც...წარმაებებს ვუსურვებ..
0
0
არ ვიცი, რა შეცდომა დაუშვა, მაგრამ მეკარის კლასი სტაბილურობით განისაზღვრება. ზუსტად აი ამ, წარსულში არც ისე იშვიათი შეცდომების გამო ვერ ითამაშებს ლორია ბარსელონასა და რეალში. იმედია, დაიხვეწება და ოფი ტრამპლინად გამოადგება. ამის პოტენციალი აქვს ნამდვილად.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული