ლეგიონი: "სიმურგმა" შინ "ბაქი" გაანადგურა, გიორგი ჩიხრაძე თავაწეული წავიდა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" "ბაქის" შინ 5:2 მოუგო. ჩიხრაძის გაწვრთნილი გუნდი 21 ქულით მეოთხე ადგილზეა.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ის სატურნირო ცხრილში წინ წაწევაში დაგვეხმარა.

თამაში ცუდად დავიწყეთ. როგორც იცით, შეხვედრა კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი ნისლის გამო ორშაბათისთვის გადაიდო. თამაში ძალიან ადრე დაიწყო და ამან ჩვენს გარჯას კვალი დაამჩნია.

ახლა გუნდი შვებულებაში გავიდა. ცოტა ხანს დავისვენებთ, რის შემდეგაც თურქულ შეკრებაზე წავალთ", - თქვა ნამატჩევს "სიმურგის" ქართველმა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოს საამაყო კაცი ყველაფერში
ქართველი
10:55 23-12-2014
0
ამ კაცმა აფხაზეთშიც იომა,ოღონდ ნაღდად,ნაკრებშიც კაცურად ითამაშა და მწვრთნელადაც ივარგა.იმიტომ რომ მშრომელი,წესიერი და პატრიოტი ადამიანია.ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი კაცები.
რაჭველი
11:00 23-12-2014
0

სიახლეები პოპულარული