ალეკო ამისულაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონატის I ნახევრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
გამოცემა "აზერი ფუტბოლმა" წარმოგვიდგინა აზერბაიჯანული პრემიერლიგის პირველი ნახევრის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც კახა ცხადაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერის" სამი ფეხბურთელი მოხვდა.

რჩეულთა შორისაა ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილი.

"ძალიან ბევრი ფეხბურთელისგან განსხვავებით, რომლებიც აზერბაიჯანში 30 წლისა და უფრო დიდ ასაკში ბურთის გასაგორებლად და კარიერის დასასრულებლად ჩამოვიდნენ, ალეკო ამისულაშვილი აქ ფეხბურთის სათამაშოდაა ჩამოსული.

32 წლის ამისულაშვილმა "ინტერის" ყველა თამაში ძირითადში ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, "სიმურგთან" ტრავმის გამო მოითხოვა შეცვლა.

მან თითქოს შეუძლებელი შეძლო, "ინტერში" ღირსეულად შეცვალა აბდულაიე.

თუმცა ქართველი ფრანგისგან მაინც განსხვავდება, ის იმპულსური
იყო და სისწრაფის ხარჯზე გადიოდა ფონს, ამისულაშვილს კი ოლიმპიური სიმშვიდე ახასიათებს. ის კარგად კითხულობს თამაშს.

თან სალუქვაძისა და ბოკონიანოსგან განსხვავებით, მას ერთი-ერთზეც ძნელად მოატყუებ", - წერს საიტი.

სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული