ავთო ებრალიძე "პორტუსთან" მატჩის განაცხადშია

AutoSharing Option
4 იანვარს პორტუგალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ჟილ ვისენტე" "პორტუს" მასპინძლობს.

"ჟილ ვისენტეს" მწვრთნელმა ჟოზე მოტამ ამ შეხვედრისთვის 18 ფეხბურთელი იხმო და მათ შორისაა ავთო ებრალიძე, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს ავთომ თასზე "კოვილიასთან" უკვე ითამაშა, ეს მისი პირველი გამოჩენა იყო მოედანზე 2-თვიანი პაუზის მერე.

ამ სეზონში ებრალიძემ პორტუგალიის ჩემპიონატის მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ჟილ ვისენტე" 6 ქულით ბოლო ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული