"ჟილ ვისენტეს" მწვრთნელმა ჟოზე მოტამ ამ შეხვედრისთვის 18 ფეხბურთელი იხმო და მათ შორისაა ავთო ებრალიძე, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს ავთომ თასზე "კოვილიასთან" უკვე ითამაშა, ეს მისი პირველი გამოჩენა იყო მოედანზე 2-თვიანი პაუზის მერე.
ამ სეზონში ებრალიძემ პორტუგალიის ჩემპიონატის მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ჟილ ვისენტე" 6 ქულით ბოლო ადგილზეა.