კახა ცხადაძე თურქულ შეკრებაზე ალმათის "ქაირათს" გაუსწორდა

AutoSharing Option
თურქულ ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა ბაქოს "ინტერმა" მესამე სპარინგი გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. კახა ცხადაძის შეგირდებმა ყაზახური პრემიერლიგის მეორეადგილოსანი, ქვეყნის უმდიდრესი კლუბი, ალმათის "ქაირათი" 3:1 დაამარცხეს.

გოლები ნიზამი გაჯიევმა, დიეგო მადრიგალმა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა მიკელ ალვარომ გაიტანეს.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანულმა საიტებმა, მათ შორის, "ინტერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა, ცხადაძის თერთმეტეულზე, შეცვლებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე არაფერი დაწერეს. მხოლოდ ფოტორეპორტაჟის საშუალებით გავარკვიეთ, რომ ალეკო ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული