აქ ფანების მხარდაჭერა მაჩერებს! - მერებაშვილს ოფი-ს პრეზიდენტთან შეხვედრა სურს

AutoSharing Option
sport24.gr-სთან ინტერვიუში ბერძნული ოფი-ს ლეგიონერი გიორგი მერებაშვილი აცხადებს, რომ სურს კლუბის პრეზიდენტს, წარსულში ცნობილ ფორვარდ ნიკოს მახლასს დაელაპარაკოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოფი ქართველ ფეხბურთელებს, მერებაშვილსა და გიორგი ლორიას კუთვნილ ხელფასს არ უხდის.


"ახლა მსურს, ნიკოს მახლასს რამდენიმე საკითხზე დაველაპარაკო. ბოლო დროს მისი ნახვა ვერ მოვახერხე. დავილაპარაკებთ და ვნახოთ, რა მოხდება.

სიმართლე ითქვას, გუნდის დახმარება მსურს, მაგრამ როგორც მე ვცემ პატივს გუნდის ინტერესებს, ასევე უნდა იყოს პირიქითაც.

ოფი-ს ფანების გამო ისევ აქ
ვარ, რადგან მათგან დიდ მხარდაჭერას ვიღებ. დიდი მადლობა მათ", - აცხადებს მერებაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული