მივიდა, გაესინჯა, გაიტანა - რას ეტყვიან გიორგი ფანცულაიას "ოლიმპიკში"?

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ზესტაფონის" ყოფილი შემტევი, 21 წლის გიორგი ფანცულაია დონეცკის "ოლიმპიკში" ისინჯება. ეს გუნდი უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

ამჟამად "ოლიმპიკი" კიევში მიმდინარე მაკაროვის სახელობის მემორიალზე ასპარეზობს, სადაც ფანცულაიამ უკვე მოასწრო ერთი გოლის გატანა - მან "დესნას" შეუგდო მე-16 წუთზე მატჩში, რომელშიც "ოლიმპიკმა" 3:1 იმარჯვა.

დონეცკელთა რიგებში კიდევ ერთი ქართველი ირჯება - მეკარე ზაურ მახარაძე, რომელთან ინტერვიუ "ლელომ" წინა ნომერში შემოგთავაზათ (იხილეთ).

ფანცულაიას რაც შეეხება, ის ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელის,
ამუკა ფანცულაიას
ვაჟია. მას "ტორპედოსა" და "ზესტაფონში" უთამაშია. ამ უკანასკნელის რიგებში ფანცულაიამ სეზონის პირველ ნახევარში 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის - "დესნას" შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა ნახევარმცველმა ლევან გულორდავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
19 წლამდე არ წამოქცდეს კაკაურიძე
guja
14:07 19-01-2015
0

სიახლეები პოპულარული