ალექს მაკლიშის ექსპერიმენტი: თორნიკე ოქრიაშვილი ფორვარდად!

AutoSharing Option
23 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში ქართველთა "გენკი" "მუსკრონს" მასპინძლობს. "გენკი" 33 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა თამაში რეზერვში აქვს, "მუსკრონი" კი 23 ქულით მე-13 ადგილზეა.

voetbalkrant.com-ის ცნობით, ამ თამაშში "გენკის" თავკაცი ალექს მაკლიში ექსპერიმენტებს მიმართავს. ერთ-ერთი კი თორნიკე ოქრიაშვილის ფორვარდად წაწევა იქნება.

ამის მიზეზი აფრიკის ერთა თასია, მაკლიშს რამდენიმე ფეხბურთელი ამის გამო დააკლდა; პლუს, ფორვარდი ილემბე მბოიო პრემიერლიგაში გადადის.

ბელგიური მედიის ცნობით, ლუკა ზარანდია მატჩის განაცხადში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ოქრი გამოიყენე ეს შანსი არგაუშვა ხელიდან!!! მინიმუმ 2 ბურთი შეაგდო უნდა!!!
saxeli-gvari
19:50 23-01-2015
0
აი აქ ნახეთ თორნიკეს ახალი და მუდმივი პოზიცია! მიდი თოკოოოოოო!!!!!!!!!!
zura
19:30 23-01-2015
0

სიახლეები პოპულარული