რუმინული მედიის ცნობით, გიორგი ჭანტურია "კლუჟში" ბრუნდება

AutoSharing Option
რუმინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია რუმინულ "კლუჟს" უბრუნდება.

როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ მოახერხა გუნდში არსებული უმწვავესი ფინანსური კრიზისის ნაწილობრივ მოგვარება მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, გიორგი ამ ნაბიჯს ნამდვილად არ გადადგამდა და არც თავად "კლუჟის" უფროსობა იფიქრებდა იმ ფეხბურთელის დაბრუნებაზე, ვინც სწორედ ფინანსური კრიზისის გამო აიბარგა.

ამ დროისთვის "კლუჟი" რუმინეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და "სტიაუას" 9 ქულით ჩამორჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ჭანტურიასთან ერთად გუნდს კიდევ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დაუბრუნდება, რომლებიც გუნდიდან ცოტა ხნის წინ წავიდნენ ან
აპირებენ წასვლას.

ვწერდით, რომ ჭანტურიას გადაბირება რამდენიმე რუმინულ გუნდს სურდა. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდა კრაიოვას "უნივერსიტატია", თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ამ გუნდში გადასვლისაგან თავი შეიკავა.

ჩვენი ინფორმაციით, ჭანტურია ერთ-ერთი იაპონური გუნდის ვარიანტსაც კი განიხილავდა. რუმინელები წერენ, რომ "ქართველი მესი" (ასე მოიხსენიებენ ისინი ჭანტურიას) ზაფხულამდე დარჩება "კლუჟში" და მერე იტალიურ "ვერონას" დაუბრუნდება.

როგორც შევიტყვეთ, ჭანტურიას მომავალი გარკვეული არ არის. ეს ინფორმაცია გიორგის უახლოესი გარემოცვისგან მოვიპოვეთ. იმედი გვაქვს, ჩვენებური კარიერას უკეთეს გუნდში გააგრძელებს, ვიდრე "კლუჟია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნიჭი არა ტოროლა,დაეხეტება გუნდიდან გუნდში,ბარსა,ვიტესი,ალანია,კლუჟი-პროგრესი სახეზეა,სადაც მეტი ფულია ესეც იქაა,მარტო ნიჭით წინ ვერ წახვალ ბაბაია...
ucnobi
26 იანვარი 2015 13:09
0
მართლა ნიჭიერია, თან ძალიან. გქომაგობთ და არ შეცდე გუნდის არჩევაში
koka
26 იანვარი 2015 11:41
0
მიდი გიო გენაცვალე! ამ ბიჭებმა უნდა გაგვახარონ! ნიჭი აქვთ, მთავარია ბოლომდე გამოავლინონ.
goga
26 იანვარი 2015 11:41
0
მესისთვის იაპონიის ხსენებაც კი შეუფერებელია,თუ იაპონიის ვარიანტი ხიბლავს ამ ბიჭს მაშინ დიდ ფეხბურთელობაზე და მეტსახელად მესიზე უარი თქვას!!!რა იაპონია და რით არ დასრულდა ეს კლუჟები და უნივერსიტატეები!!!
bacho
26 იანვარი 2015 11:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული