დავით თარგამაძეს დუშან უჰრინი მინსკის "დინამოში" იწვევს?

AutoSharing Option
დავით თარგამაძე დონეცკელთა დუბლშემადგენლობასთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრა. იყო ვარიანტი, ის ბულგარულ "ლუდოგორეცში" გადასულიყო, მაგრამ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა.

ჩვენი ინფორმაციით, 25 წლის შემტევს კარიერის ბელორუსში გაგრძელებას სთავაზობენ. მენეჯერებმა ქართველი ფეხბურთელით ამ ქვეყნის ორი გუნდი დააინტერესეს.

ჯერ მოლაპარაკება, თურმე, ბორისოვოს ბატესთან მიმდინარეობდა. "შახტარის" მეპატრონემ, რინატ ახმეტოვმა ქართველის ტრანსფერში 3 მილიონი დოლარი მოითხოვა, იჯარაში კი - 200 ათასი. ბატე ამას რომ ვერ შესწვდა, მოლაპარაკებაში მეორე ბელორუსული კლუბი - მინსკის "დინამო" ჩაერთო, რომელსაც თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი დუშან უჰრინი ავარჯიშებს.

მინსკელებმა თარგამაძეს გაცილებით უკეთესი
პერსონალური პირობები შესთავაზეს და არც საიჯარო თანხით შეშინებულან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გარკვეულია, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავით თარგამაძე დინამო თბილისს ძალიან წაადგებოდა.
0

სიახლეები პოპულარული