"ორჰუსის" ქართველებმა სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყეს
AutoSharing Option
დანიურმა "ორჰუსმა" სეზონის განახლებისათვის მზადება დაიწყო. სამი ქართველის გუნდმა, რომელიც დანიის პირველ დივიზიონში თამაშობს, პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. "ორჰუსი" სუპერლიგის "ოლბორგს" დაუზავდა - 3:3.
მათე ვაწაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში ის დავით სხირტლაძემ შეცვალა, დავით დევდარიანის განკურნებას კი არა და არ დაადგა საშველი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"