ჯანო ანანიძე: მოსკოვის "სპარტაკიდან" წასვლა არ მსურს

AutoSharing Option
spartak-fan.ru აქვეყნებს ჯანო ანანიძის კომენტარს მის მომავალთან დაკავშირებით მოსკოვის "სპარტაკში". შეგახსენებთ, რომ მედიის მტკიცებით, მოსკოვური კლუბი მას გაანათხოვრებს, დიდი ალბათობით, ისევ "როსტოვში".

"სულაც არ ვფიქრობ კლუბის გამოცვლაზე. ახლა მე ისევ მაქვს "სპარტაკის" ხელმძღვანელობის ნდობა და მსურს, მურატ იაკინს დავუმტკიცო, რომ კლუბში ადგილის მოპოვება ძალიან მსურს და ვხვდები, რომ მაშინ არ ვიყავი მართალი.

კლუბის დატოვება იოლი გამოსავალია, აი, გუნდში ადგილის მოპოვებაა რთული. მაგრამ მე სწორედ ეს მსურს. მინდა გუნდის ფანებისთვის ალექსივით საჭირო ფეხბურთელი გავხდე, რომელსაც ყველაზე ხშირად იხსენებენ ისინი.

ახლა ყველაფერი ჩემსა
და მწვრთნელზეა დამოკიდებული. თუ მზად ვიქნები და მწვრთნელიც მენდობა, ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო და შემადგენლობაში მკვიდრად მოვიკიდო ფეხი", - განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი რა მართლა და მართლა რა. რატო იფუჭებს თავს ამ უბედურ რუსებთან.
ჯანო
30 იანვარი 2015 01:47
0
შენ თუ "სპარტაკი" გინდა,ე.ი. ფეხბურთის თამაში არ გდომებია...იმიტომ,რომ მანდ არ გათამაშებენ...
Zaza
29 იანვარი 2015 23:00
0
რამ გააგიჟა ეს ბიჭი ამ სპარტაკით...?სპარტაკის ....!ოხ ჩელებაძე რამდენი მიჰქარე ,რომ სპარტაკში გააქანე ეს ბიჭი?!რა გინდა ფეხბურთში,თუ იმას ვერ ხვდები,რომ ჯანოსთვის არ არის რუსეთის ჩემპიონატი!ნუთუ ისიც არ ახსოვს,რომ ქართველი გულშემატკივრისთვის პირველი საზიზღარი,იმპერიის კლუბი სპარეტაკი იყო,მაგრამ ფულის გამო ეგ გრძნობა არ გკიდიათ...
zaza
29 იანვარი 2015 20:15
0
ეხ შვილო, ჯერ ვირავინ გაიგო შინ რა გინდა..
koba
29 იანვარი 2015 17:36
0
ჯანორამდენი ხანი უნდა ხეხო სკამი კიდე?
ვერ ხვდები რომ შენი ადგილი მანდ აღარ არი?
რომელი ჯობია? იყო სპარტაკში და იმედგაცრუებად დაგასახელონ და სკამი ხეხო თუ საშვალო დონის გუნდში გადახვიდე და წარმატებითიასპარეზო?
რავიცი მე წარმატებებს გისურვებ!!!
gaga
29 იანვარი 2015 17:27
0
ეს ბიჭი თავისი განცხადედბებით, უკვე სასცილო გახდა.
არ წახვიდე, ბიძია
29 იანვარი 2015 17:21
0
წადი ჯანო შენთვის აჯობებს.არ გვყავს დასაკარგი ბიჭები.
tamazi tsomaia
29 იანვარი 2015 17:08
0
ძალიან ცუდი, რომ ამდენი ხანი ვერაფრით ვერ მიხვდა, რომ არ არის მისი ადგილი სპარტაკში. ძალიან ცუდი, რომ არაფრით არ უნდა ნორმალურ ლიგაში გადასვლა. არადა ძალიან დიდი იმედი მქონდა ამ ბიჭის :(
ლევანი
29 იანვარი 2015 16:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული