შოთა არველაძემ თურქულ "ქასიმფაშაში" კიდევ ერთი ქართველი წაიყვანა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ შოთა არველაძემ "ქასიმფაშაში" ორი ქართველი უკვე აიყვანა: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე ოთო გოშაძე შარშან ზაფხულში მიიწვია, ზამთარში კი ნახევარმცველი ვატო არველაძე (რევაზ არველაძის ვაჟი) წაიყვანა.

შევიტყვეთ, რომ თურქული კლუბის ღირსებას მესამე ქართველიც დაიცავს - 2 თებერვალს სტამბოლურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა ლაშა დვალმა, რომელიც "ქასიმფაშაში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

დვალის ტრანსფერი ინგლისურ "რედინგს" ეკუთვნის. ამ გუნდმა ქართველი შარშან რიგის "სკონტოში" გაანათხოვრა. იჯარის ვადა დეკემბერში დასრულდა.

ბოლოს დვალი ინგლისში "რედინგთან" ერთად კი ვარჯიშობდა, მაგრამ დიდ ბრიტანეთში შრომის ვიზა ვერ აიღო
- ბოლო ორ წელიწადში ეროვნულ ნაკრებში თამაშების 75% პროცენტი ვერ მოაგროვა.

19 წლის დვალს კვლავ ახალი გუნდის ძებნა მოუხდა - მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერ "კარლსრუეში" გადასვლის იმედად, პოლონურ "იაგელონიასთან" გამზადებულ კონტრაქტზე უარი თქვა. საბოლოოდ, ეს იმედი არ გამართლდა და "იაგელონიაც" გვერდზე დარჩა. ამის შემდეგ კი რუსმა მენეჯერმა ნორვეგიულ "ტრომსოში" გადასვლა შესთავაზა. ესეც მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მენეჯერის ჩანაფიქრით, ქართველი "რედინგიდან" უნდა გამოესყიდათ, მის კომპანიაში 3 წლით გაეწევრიანებინათ და "ტრომსოში" მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაუშვებდა.

საბოლოოდ, შევიტყვეთ, რომ დვალმა მაინც თავისი გაიტანა - "რედინგთან" კონტრაქტიც შეინარჩუნა და შოთა არველაძემაც "ქასიმფაშაში" იჯარით გადასვლა შესთავაზა.

ცხადია, სასიამოვნო ამბავია, რადგან დვალი პერსპექტიული მოთამაშე და ნაკრების მომავალია. მისი თურქეთის სუპერლიგის საკმაოდ ძლიერ გუნდში თამაში კი ისევ ეროვნული გუნდის ინტერესებშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თურქეთი დგეს ჰოლანდიასაც ჟობია,ყაზახეტზე,აზერზე და სასომხეტზე აგარაპერს ვამბობ....
0
რატომ აცვალებტ ამ პატარა ბიჩებს
nukri
10:45 03-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული