გიორგი ლორიამ ბრწყინვალედ ითამაშა, ხოლო გიორგი მერებაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. შეგახსენებთ, რომ პაოკ-ი მე-2 ადგილზეა.
მატჩის შემდეგ ლორიამ gazzetta.gr-ს ვრცელი კომენტარი მისცა:
"ძველი გუნდის ბევრი ფეხბურთელი წავიდა, გუნდში რთული ვითარებაა. ამიტომ არავინ ფიქრობდა ჩვენს გამარჯვებაზე, ფრეზეც კი. ამან კი ჩვენს თავმოყვარეობაზე იმოქმედა და დამატებითი მოტივაცია გაგვიჩინა.
ასეთ კარგ თამაშს არც ველოდი, რადგან გუნდში ბევრი ახალი სახეა, მაგრამ
ეს მართლაც საოცრებაა, რასაც მივაღწიეთ. სიტუაცია გუნდში მართლაც ძალიან ცუდია, არ არის ფული, ბიჭები ენთუზიაზმით თამაშობენ. მადლობა მათ, მწვრთნელს და ფანებს.
რაც შეეხება ელიტაში ადგილის შენარჩუნებს, თუ ჩამოკლებულ 10 ქულას არ დაგვიბრუნებენ, ამაზე ლაპარაკი რთული იქნება. იმედი მხოლოდ ესაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხალხი, რომელიც კლუბის საქმეებს უძღვება, საუკეთესო გამოსავალს ნახავს.
პაოკ-ი საბერძნეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გუნდია, "ოლიმპიაკოსის" და "პანათინაიკოსის" მერე. ამიტომაც ბიჭები გაორმაგებული მოტივაციით თამაშობდნენ მათ დასამარცხებლად. ყოველი თამაში "დიდი გუნდების" წინააღმდეგ ფეხბურთელებს თამაშის სურვილს ჰმატებს. ეს იყო დიდი გამარჯვება.
სამწუხაროა, რომ ოფი წინა ხელმძღვანელობის შეცდომების გამო ისჯება. ფეხბურთელები კუთვნილ თანხას სამართლიანად ითხოვენ, ეს მათი უფლებაა.
ასე უნდა გავაგრძელოთ, ვიშრომოთ და ვიომოთ. მალე დერბი გველის "ერგოტელისთან", ფანები ელიან "პანათინაიკოსთან" თამაშსაც. ჩემთვის ყოველი თამაში ფინალია", - განაცხადა გიორგი ლორიამ.