გაგაცნობთ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე ბერძნული წყაროს ცნობით.
* * *
contra.gr: "ის, რომ საბერძნეთის ნაკრებს ისევ არა ჰყავს მწვრთნელი, საბერძნეთის ფეხბურთის ასოციაციისა და ტექნიკურ დირექტორ გიორგოს კარაგუნისს შორის უთანხმოების ბრალია.კარაგუნისს ურუგვაელი თავკაცის, სერხიო მარკარიანის დანიშვნა სურს, რომელსაც მადრიდში რამდენჯერმე შეხვდა. მართალია, მარკარიანი ასაკოვანია, მაგრამ კარაგუნისს მიაჩნია, რომ ნაკრებს სწორედ ის სჭირდება.
ბერძნული ფეხბურთის მამებს კი ან გიორგოს დონისი, ან თემურ
* * *
sentragoal.gr: "გიორგოს დონისის სახელი სულ უფრო ხმამაღლა სახელდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელობაზე ფავორიტი თემურ ქეცბაიაა.დონისის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ ამბობენ, რომ ქეცბაიას სასარგებლოდ ორი რამ მოქმედებს (ზოგიერთის მტკიცებით, ქეცბაიამ მხოლოდ ფორმალობები უნდა მოაგვაროს და დანიშნავენ):
1. მას სანაკრებო გამოცდილება აქვს - 2009-დან 2014-ის ჩათვლით, საქართველოს ნაკრებს უძღვებოდა.
2. ფეხბურთის სტილში სხვაობაა, დონისს ინიციატივიანი ფეხბურთი მოსწონს, თემურ ქეცბაიას სტილი კი უფრო დაცვითია. ქეცბაიას საფეხბურთო ფილოსოფია ბერძნული ფეხბურთის დნმ-ს უფრო შეეფერება.
მაგალითისთვის, რანიერიმ ბევრი რამის შეცვლა სცადა ბერძნულ ფეხბურთში და ვერ გათვალა. ქეცბაიას უპირატესობა კი ისიცაა, რომ მან კარგად იცის ბერძნული ფეხბურთის ავ-კარგი".
* * *
iefimerida.gr: "ფინალურ გადაწყვეტილებას რანიერის შემცვლელის შესახებ 11 ან 12 თებერვალს მიიღებენ. ქეცბაია მზად არის, ხელი მოაწეროს კონტრაქტს, ის ფავორიტია".