შოთა არველაძე: "ქასიმფაშას" ხელმძღვანელობისგან სრული ნდობა მაქვს!

AutoSharing Option
თურქული სუპერლიგის ბოლო ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" "მერსინთან" 2:6 წააგო. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ქასიმფაშას" მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ დღეს ზედმეტად რბილი, არააგრესიული ფეხბურთი ვითამაშეთ. "მერსინმა" ჩემი გუნდის მიერ დაშვებული ექვსივე შეცდომა გოლად აქცია.

მძიმე მარცხი იყო. ზედიზედ მესამე წაგება ნამდვილად არასასიამოვნოა", - თქვა შოთამ ნამატჩევს.

თურქული მედიის ცნობით, პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტსა და შოთას შორის შელაპარაკება მოხდა, რამაც მიზეზი მოგვცა, თურქეთში დაგვერეკა და დეტალები უშუალოდ არველაძისგან მოგვ
ესმინა:


- მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ეს ხუმრობით იყო ნათქვამი. სერიოზული მართლა არაფერი ყოფილა, - გვითხრა შოთამ საუბრის დასაწყისში.

- უფრო ზუსტად როგორ იყო?
- იმ ჟურნალისტმა მითხრა, ყველას ძალიან გვიყვარხართ და გადადგომას ხომ არ აპირებთო. მერე მე გავეხუმრე, სამსახურიდან მიშვებთ მარტო თუ ქვეყანაც უნდა დავტოვო-მეთქი? ეს იყო სულ, მეტი არაფერი.

- გამოდის, რომ მძიმე მარცხის მიუხედავად, მუშაობას აგრძელებთ...
- ასეა. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ასეთი ანგარიშით მარცხი, მაგრამ მწვრთნელისა და გუნდის ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ეს "ქასიმფაშას" ხელმძღვანელობამაც იცის.

- რა ხდება გუნდში? საგანგაშოდ ხომ არ არის საქმე?
- განსაკუთრებული არაფერია. მოკლედ რომ გითხრათ, ყველა დარტყმული ბურთი გადის ჩვენს კარში. არის ხოლმე ასეთი პერიოდები ფეხბურთში. მწვრთნელი მზად უნდა იყოს ამისთვის.

Sportall.Ge

- ალბათ, კრიზისი მალე უნდა დაძლიოთ...
- დიდი იმედი მაქვს, ასე იქნება. მახარებს ის, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ ნდობას ვგრძნობ. შემდეგი მატჩი"ქარაბუქთან" გვაქვს და იმედია, ამ თამაშიდან დაიწყება მდგომარეობის გამოსწორება.

- როგორ მიდის ჩვენი ბიჭების, ლაშა დვალისა და ოთარ გოშაძის საქმეები "ქასიმფაშაში?"
- დვალი, ალბათ, შემდეგ კვირაში ითამაშებს. რაც შეეხება გოშაძეს, ლიცენზიას ველოდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ორი არველადზეები მოშორდნენ ფედერაციას და მესამე ტუგინდა ბარსელონას მცვრტნელი კოპილა ....
zviadi
09:33 11-02-2015
0
თქვენ რას აკეთებთ ქართული ფეხბურთვის გაუნათლებელი ხალხი ხართ და უმადურები არველაძეებმა რაც ქართველ გულშემატკივარს სიხარული აჩუქა იმის ნახევრის ნახევრის ნახევარი გააკეთეთ უმადურებო
vinis da 555
22:54 10-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული