კახა ცხადაძის "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონატში აზალ-ს დაუზავდა

AutoSharing Option
19 თებერვალს, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში, კახა ცხადაძის "ინტერი" აზალ-ს ეწვია და 1:1 დაუზავდა.

მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე ითამაშა ლაშა კასრაძემ. ცხადაძის გუნდში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და წინა ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ბაჩანა ცხადაძე, რომელიც მატჩის ბოლოს მამამ გამოცვალა.

"ინტერი" 36 ქულით მეორე ადგილზეა, აზალ-ი მეხუთე ადგილზეა 24 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული