აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ კახა ცხადაძე გაამართლა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბაქოს "ინტერის" თავკაცი კახა ცხადაძე აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ (AFFA) სრულიად უდანაშაულოდ ცნო აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურის ინციდენტში.

შეგახსენებთ, რომ აზალ-ის და "ინტერის" მატჩის (1:1) ბოლოს ორივე გუნდის ფეხბურთელებსა და წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

"აზერიფუტბოლი" ამტკიცებდა, რომ ინციდენტში ბაჩანა ცხადაძე და კახა ცხადაძეც მონაწილეობდნენ, თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა ვიდეოგამეორებების საფუძველზე, მათი ინციდენტში მონაწილეობა უარყო.

სამაგიეროდ, დაისაჯა "ინტერის" ფიზმომზადების მწვრთნელი, სერბი მილოშ იევტიჩი, რომელმაც 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 10 ათასი მანათის გადახდაც მოუწევს. "ინტერის" პარაგვაელი ლეგიონერი სესარ მეზა-კოლი შეურაცხმყოფელი ჟესტისთვის
3 მატჩით და 2 ათასი მანათით დაისაჯა. ორივე გუნდი დამატებით 3-3 ათასი მანათით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამეხარდა ასე, რომ მოხდა! წარმატებები კახას.
koba
18:00 24-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული