უკრაინული მედია: "შახტარში" ფერნანდინიოს "ქართველი პისარო" შეცვლის! [VIDEO]

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდი იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

წინა სტადიაზე დონბასელებმა პირეოსის "ოლიმპიაკოსი" დაამარცხეს. მერვედფინალის გამარჯვებული ერთრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვა. "შახტარმა" საშინაო მოედანზე თამაშის უპირატესობა ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასვლით დაიმსახურა.

დონეცკში საომარი ვითარების გამო მატჩი კიევში გაიმართა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა, რომელიც "შახტარის" ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს - 5:4.

დონბასელთა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ პენალტების სერიაში მისი წილი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ სწორედ მისი დამსახურებაა, დონბასელებმა საქმე პენალტების სერიამდე რომ მიიყვანეს (ბერძნები ამ დროისთვის წინ იყვნენ). 27-ე წუთზე პენალტით
წონასწორობა ვაჩიბერაძემ აღადგინა და შემდეგ, მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურიც გახლდათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აი, რას წერს ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლის" ჟურნალისტი:

"პენალტი ვაჩიბერაძემ გამოიყენა - ჩემი აზრით, "შახტარის" შემადგენლობაში აბსოლუტურად საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა. თუ მისი თამაში არ გინახავთ, შეგიძლიათ, გაიხსენოთ ჩილეს ნაკრებისა და "ფიორენტინას" ფეხბურთელი დავიდ პისარო და "შახტარის" ნახევარმცველის მანერას ადვილად მიხვდებით.

ვაჩიბერაძე ძალიან ტექნიკურია, ერთი-ერთზე მეტოქეს ადვილად ატყუებს, ფლობს პასის უმაღლეს კულტურას და მოედანზეც მშვენივრად აზროვნებს.

ბექას დაცვაში თამაშსა და ართმევებზე უჯობს ყურადღების მიქცევა, უკვე ზაფხულში მთავარი "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად რომ იბრძოლოს. მით უფრო, რომ ფერნანდინიოს წასვლის შემდეგ "შახტარი" მოედნის ცენტრში შემოქმედი ნახევარმცველების დეფიციტს განიცდის. ვაჩიბერაძე კი პოტენციალით ფრედზე უკეთესია, რომელიც ახლა ფერნანდინიოს შეცვლას ცდილობს.

ბექამ, როგორც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებს სჩვევიათ, პენალტების სერიაში დარტყმა გააცუდა. მას შეეძლო, "შახტარისთვის" მოგება მოეტანა, მაგრამ ბურთი კარს ნახევარი მეტრით ააცილა და ამას ძალიან განიცდიდა.

თუმცა დონბასელები მეკარემ გადაარჩინა, რომელმაც ორი დარტყმა მოიგერია".

საინტერესოა, რომ ვაჩიბერაძემ იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა - "პორტუს", ბატე-სა და "ოლიმპიაკოსის" კარში. ამჯერად, "შახტარში" არ უთამაშია მცველ ილია იჩუაიძეს, რომელიც არც განაცხადში ყოფილა.

ვაჩიბერაძემ "ფუტბოლთან" კომენტარი გააკეთა, თუ ვის ისურვებდა მეტოქედ მეოთხედფინალში:

"სამწუხაროდ, შარშან მეოთხედფინალამდე ცოტა დაგვაკლდა. ახლა კი შეკრებაზე ძალიან კარგად ვიმუშავეთ, მთელი თვე ვემზადებოდით და მიმაჩნია, რომ ბერძნებთან ღირსეულად ვითამაშეთ.

პირველ ტაიმში მომენტები მეტოქეს ჰქონდა, მეორეში კი ბერძნებს აშკარად ვაჯობეთ. მადლობა ღმერთს, რომ პენალტების სერია ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა. ახლა კი, პირადად მე, მეოთხედფინალში "ლივერპულთან" შეხვედრას ვისურვებდი".

P.S. მოგვიანებით გაირკვა, რომ "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის მეტოქე 1/4 ფინალში "ბენფიკა" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
Dagupes es bavshvi aagebines kartuli pasporti da vso daikarga rogodc fexburteli
Tbilisikii
30 აპრილი 2020 18:11
0
ქუთათელი
გაიხარე ნამდვილო ქუთაისელო ქართველო ვაჟკაცო, შენი ქება იმ მეორე ვაჟკაცისა მეამა ძალზედ და იმედი მაქვს მასაც ეამებოდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს ნამდვილ ქართველ ვაჟკაც ადამიანს ამ მართალ საქმეში, მითუმეტეს როგორც შენ ამბობ ის ყმაწვილი ვაჟი ჩადის რა ქუთაისში, არც გარდაცვლილთ ივიწყებს, მაშასადამე დიდსულოვანი და ღვთისმოშიში ყმაწვილი ყოფილა და უფალი ამას არ დაუკარგავს. ამინ.
fdvgbsev
25 თებერვალი 2015 22:32
0
გაიხარე მართლაც ნაღდო ქართველო ქუთაისელო ვაჟკაცო ბიჭო, მამით და დედით ტრადიციულო ქართველო იხარე და გაახარე შენი წესიერობითდა კარგი კაცობით საქართველო. როდესაც ჩამოდიხარ ქუთაისში არც ახალგაზრდა გარდაცვლილნი გავიწყდება , დაგეხმაროს ღმერთი პატარა სტადიონელო ვაჟკაცო. ამინ.
ქუთათელი
25 თებერვალი 2015 21:14
0
სამარცხვინოა უბრალოდ, ჩვენ რომ ვერ დავაფასებთ ჩვენს ქართველს რომელიც ესეთი გამორჩეულია ამხელა ქვეყანაში , მაგიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი კარგ დგეში . წარმატებები ქართველ ვაჟკაცს.
Nugzar_07
25 თებერვალი 2015 17:15
0
თუ იქ დაბადებული და გაზრდილია, მაშინ მშობლები თუ დაიყოლიებენ საქ.ნაკრებში თამაშზე, ისე შანსი არ არის, და მართალიც იქნება რომ არ ითამაშოს აქ.
SHUKOVANI
25 თებერვალი 2015 16:33
0
დაბლოკეს უკეთესები გვყავსო :((((
Sabba
25 თებერვალი 2015 15:43
0
ძალიან კარგი. რატომ არ მოიაზრება ბექა ჩვენს ასაკობრივებში?
geronti
25 თებერვალი 2015 15:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული