დავით თარგამაძის ბელორუსული ვარიანტები - ბორისოვოს ბატე და მინსკის "დინამო"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა დავით თარგამაძემ შესაძლოა კარიერა ბელორუსში გააგრძელოს, სადაც მისი გადაბირებით ქვეყნის ჩემპიონი ბორისოვოს ბატე და მინსკის "დინამო" არიან დაინტერესებულნი.

ამის შესახებ უკრაინული საიტი matchday.ua იუწყება.

როგორც უკრაინელები წერენ, ამჟამად დათო ფორმის შენარჩუნებაზე "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ზრუნავს. მისი გადაბირება უკრაინაში "ჰოვერლას" სურდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა უჟგოროდში კარიერის გაგრძელება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველმა სეზონი მარიუპოლის "ილიჩევეცში" იჯარით დაიწყო, თუმცა უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო გუნდი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ყმაწვილის კარიერა დასრულებულია :) სელფებით და პრიჩოსკებით ფონს ვერ გახვალ
Selfi
19:49 04-03-2015
0
ამ მოდელის კარიერა დასრულებულია.. სელფმენაა სუFთა
Selfi
19:49 04-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული