"საბერძნეთის ორი ყველაზე ცნობილი კლუბია დაინტერესებული გიორგი ლორიათი. ჩვენ მის ყველა წინადადებას განვიხილავთ, თუმცა ახლა ვურჩიე, რომ ნაკრებში წავიდეს.
გერმანიასთან თამაშს დააკვირდება ძალიან ბევრი სკაუტი, განსაკუთრებით, იტალიიდან და ინგლისიდან, რომლებიც ლორიას თამაშს ნახავენ. მოდი, დაველოდოთ სანაკრებო მატჩს.
რაც შეეხება მერებაშვილს, კარგი გუნდებიდან აქვს წინადადებები. ბოლო დღეებში დღეში 10 ზარს მაინც ვიღებთ შეთავაზებებით. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, წინადადებების მოზღვავებაა", - განაცხადა მარინიმ.