კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ინტერი" ლიდერ "ყარაბაღთან" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
2 აპრილს, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლიდერთა მატჩი შედგა - ერთმანეთს "ყარაბაღი" და კახა ცხადაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერი" შეხვდნენ. თამაში 0:0 დასრულდა.

"ინტერის" რიგებში სრულად ითამაშეს გიორგი ლომაიამ და ლაშა სალუქვაძემ, ბაჩანა ცხადაძე 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ალეკო ამისულაშვილი დაშავებულია.

"ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და "ყარაბაღს" 9 ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული