ქართველების "ორჰუსმა" დანიის პირველ ლიგაში გამარჯვება უკანასკნელ წამს იზეიმა

AutoSharing Option
დანიის პირველ ლიგაში "ორჰუსმა" საშინაო მატჩში უკანასკნელ წამს გამოგლიჯა გამარჯვება "როსკილდეს" - 1:0.

"ორჰუსის" ძირითადში იყო და თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე შეცვალეს მათე ვაწაძე, დავით სხირტლაძე კი მინდორზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.

არ უთამაშია "ორჰუსის" მესამე ქართველს, ტრავმირებულ დავით დევდარიანს.

უმაღლესში აღზევებისთვის მებრძოლ "ორჰუსს" 22 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და მეორეადგილოსანს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული