ყველამ იცოდეს, რა ადამიანია კვირკველია! - თენგიზ სულაქველიძე უცნობ ამბავს ჰყვება

AutoSharing Option
1997 წელს ქართული ფეხბურთის ვარსკვლავური თაობის ერთ-ერთმა ღირსეულმა წარმომადგენელმა თენგიზ სულაქველიძემ საკუთარი საფეხბურთო სკოლა დააფუძნა. სწორედ ამ საფეხბურთო აკადემიის გაზრდილია საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. თენგიზ სულაქველიძემ კვირკველიაზე აქამდე უცნობი ამბავი გაგვიმხილა.

"საბას მსგავსი თავმდაბალი და გულიანი ადამიანი ცხოვრებაში ბევრი არ მინახავს. ყაზანის "რუბინში" მისი გადასვლის შემდეგ ჩვენს აკადემიას გარკვეული საფასური გადაუხადეს და ამით ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთეთ, მაგრამ თავად ჩვენთან კვირკველიას არანაირი ვალდებულება აღარ აკავშირებდა. ამიტომ
არასოდეს მითქვამს და ახლა საჯაროდ გავამხელ - თავად ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ საფეხბურთო აკადემიას გვერდში დადგომოდა.

კარგად იცით, რომ დღეს საფეხბურთო სკოლების არსებობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, მით უფრო - ჩვენ, რადგან ყველაზე მეტი ბუნებრივსაფარიანი მოედანი გვაქვს, რომლის მოვლასაც დიდძალი ხარჯი სჭირდება. საბა კი ყველანირად გვერდში გვიდგას. მისგან ბევრი სიკეთე გვახსოვს და ამას ვერასოდეს დავივიწყებთ", - ამბობს სულაქველიძე.

ვეტერანმა ფეხბურთელმა გაიხსენა, როგორ მოხვდა კვირკველია "რუბინში":

"სხვათა შორის, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, საბა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ყაზანის "რუბინში" ისე გადავიდა, არც თბილისის "დინამოში" უთამაშია და არც სხვა წამყვან ქართულ გუნდში. უმაღლეს ლიგაში ერთი შეხვედრაც არ ჰქონდა ჩატარებული. ის მხოლოდ ბავშვებში, ელიტლიგაში გამოდიოდა და ყაზანელებმა პირდაპირ აქედან აიყვანეს.

ეს რეზო ჩელებაძის დამსახურებაა, რომ მასში ნიჭი დაინახა და წაიყვანა. მგონი, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მსგავს ბევრ ფაქტს ვერც მოძებნით, საფეხბურთო სკოლიდან ფეხბურთელს პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაში ეთამაშოს".

სულაქველიძე კვირკველიაზე კიდევ ერთ უცნობ ამბავს იხსენებს:

"საბა ვახტანგ კოპალეიშვილის გაზრდილია. ამას არასოდეს ივიწყებდა. საერთოდ, ვახომ ბევრი თაობა დააწინაურა და ამ ქვეყნიდან მისმა უდროო წასვლამ ყველას გული დაგვწყვიტა. ყველამ უნდა იცოდეს - ბოლოს, მდგომარეობა რომ დაუმძიმდა, საბა ყველანაირად გვერდში დაუდგა და ეხმარებოდა.

ფეხბურთელი მხოლოდ მოედანზე არ უნდა ფასდებოდეს, უპირველესად, ის ადამიანი უნდა იყოს. კვირკველია ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ ბევრ გამოცდილ პიროვნებაზე მეტი ესმის და ხვდება. არ არსებობს, თბილისში ჩამოვიდეს და ჩვენთან არ შემოირბინოს. თუ დასვენება აქვს, აქ ვარჯიშობს".

თენგიზ სულაქველიძე მალე ვახტანგ კოპალეიშვილის სახელობის ბავშვთა ტურნირის ჩატარებას აპირებს:

"ვახო არა მხოლოდ კარგი მოთამაშე, კარგი მწვრთნელი და ადამიანი იყო. ის ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მის სახელს გავუფრთხილდეთ და პატივი მივაგოთ. ამიტომ მალე კოპალეიშვილის სახელობის ტურნირს ჩავატარებთ და იმედია, ამას მაღალ დონეზეც შევძლებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
გაიხარე საბა, კარგი ადამიანი ხარ, გილოცავ პატარა ნიას დაბადებას, გმერთმა გაგიმრავლოს
უცნობი
29 აპრილი 2015 14:05
0
საბა გენაცვალე,გვეამაყები. წარმატებები!
Giorgi
16 აპრილი 2015 18:37
0
იყო ასეთი ლექსის ერთი სტროფი მინდორს კოკრად გადაშლილო ვახტანგ კოპალეიშვილო ალალია შენზედ რძეო ბარაქალა ჩივაძეო,
რამაზი
08 აპრილი 2015 16:24
0
ვახო ანუ იგივე კოპალა მაგარი ჯიგარი იყო
sano
08 აპრილი 2015 11:11
0
ხარებას გილოცავტ!გაიხარეთ ქართველებო თბილი და კარგი კომენტისთვის!შეგვძლებია ლანძღვის და გინების გარეშე დადებითიც გაიხარეთ )))
iverson
08 აპრილი 2015 06:20
0
ყოჩაღი ბიჭი ყოფილა, წარმატებები მას
mixo
07 აპრილი 2015 20:45
0
არ დაივიწყოთ ყურბან ბერდიევის უდიდესი დამსახურება მის ასეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.ის ცნობს ადამიანებს...
Me
07 აპრილი 2015 19:48
0
ნამდვილად გამორჩეული ახალგაზრდა ათლეტია ამის დვალის და 2-3 ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდა ყველა გასაყრელია ნაკრებიდან
Vova
07 აპრილი 2015 09:58
0
საბა დიდი ხანი არ არის რაც დიდ ფეხბურთს თამაშობ მაგრამ მჯერა შენ ყველაფერი წინ გაქვს. გისურვებ ჯანმრეთელობას და კარიერულ წინსვლას რა თქმა უნდა პირადშიც :))
დავით ჟილინი
04 აპრილი 2015 14:32
0
თენგიზ,შენ თვითონ ხარ არაჩვეულებრივი და შესანიშნავი ადამიანი,რომელმაც იცის მეგობრობის,დახმარების,სიკეთის ფასი.რამდენჯერ გაგიხარებია ჩვენი გულები,როგორც ფეხბურთელს.სადაც უნდა იყო,ყოველთვის ჭომა იქნები :)წარმატებები ორივეს.
tamo
04 აპრილი 2015 11:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული