საიტის ცნობით, 25 წლის ნახევარმცველი კლუბის წარმომადგენლებთან მოსათათბირებლად უკვე ჩავიდა ვილნიუსში.
ქალაქ ტრაკაის გუნდი ლიტვის ათგუნდიან ჩემპიონატში ხუთი ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.
ამ ზამთარს იყო საუბრები, რომ თარგამაძისადმი ინტერესს ბელორუსული კლუბები - მინსკის "დინამო" და ბატე იჩენდნენ, თავად ფეხბურთელი კი ფორმის შენარჩუნებაზე "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ზრუნავდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს თარგამაძე იჯარის წესით მარიუპოლის "ილიჩევეცში" გამოდიოდა.