როგორც "დნიპროს" ოფიციალური საიტი წერს, უკრაინელთა უპირატესობის მიუხედავად, პირველ ტაიმში ქართველი ნახევარმცველი ხშირად ცდებოდა, თუმცა მეორეში მან რამდენჯერმე ჩაჭრა მეტოქეთა პასები, ხოლო 70-ე წუთზე 25 მეტრიდან სახიფათოდაც გაისროლა, თუმცა არაზუსტად.
უკრაინული "ვესტი", საბოლოო ჯამში, კანკავას თამაშს "ძალიან კარგს" უწოდებს.
Football.ua-მ ჯაბას 5,5 ბალი დაუწერა:
"კანკავა მთელი მატჩი ძალიან ბევრს და დაუღლელად მუშაობდა და ეს სიტყვები "დნიპროს" თითქმის ყველა შეხვედრას შეეფერება,
მაგრამ ქართველს დღეს ცივსისხლიანი მოქმედება აკლდა. რამდენიმე ეპიზოდში მას რაღაც ძალიან იოლად ატყუებდნენ მოედნის ცენტრში, რაც თითქმის ყოველთვის იწვევდა "ბრიუგეს" საგოლე შანსების შექმნას.
კანკავას გაცილებით საიმედოდ თამაში შეუძლია".
ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები: ჯაბა კანკავას "დნიპროს" კარგი შანსი [VIDEO]