შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება არველაძის ტრანსფერს ჰოლანდიურ კლუბში 1997 წელს. ჰოლანდიის საგადასახადო სამსახური "აიაქსს" ედავებოდა, რომ ტრანსფერის თანხის ნაწილი, როგორც ფეხბურთელის ხელფასი, უნდა დაბეგრილიყო.
ფეხბურთელი და კლუბი ვერ მორიგდნენ და ერთი პერიოდი "აიაქსმა" ანგარიშიც კი გაუყინა ქართველს. ზუსტად იმავე სახის დავა აქვს "აიაქსთან" მიქაელ ლაუდრუპსაც.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ჰოლანდიურ გრანდში 1997-2001 წლებში თამაშობდა.