ვაკო ყაზაიშვილის ბენეფისი - დუბლი ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში არნემის "ვიტესმა" "დორდრეხტს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა გურამ კაშიამ (გააფრთხილეს), ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ბენეფისი მოიწყო - 52-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 65-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ვაკოს ანგარიშზე ჰოლანდიის ჩემპიონატში უკვე 8 გოლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ამ სეზონში მეორე შემთხვევაა, როცა ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. საინტერესოა, რომ პირველ შემთხვევაშიც (მაშინ სულაც ჰეთ თრიკს გამოჰკრა ხელი) "ვიტესის" მეტოქე "დორდრეხტი" იყო.

22 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის აქამდე საუკეთესო შარშანდელი სეზონი იყო, როცა ერედივიზიეში 4 გოლის
გატანა შეძლო.

"ჩემთვის განსაკუთრებულია, რომ ამ კლუბს უკვე ხუთი გოლი გავუტანე. პირველ ტაიმში მეტოქე აგრესიულად თამაშობდა და გვიჭირდა. მეორეში კი უკვე ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და ეს შედეგშიც აისახა", - განუცხადა მატჩის გმირმა კლუბის ვებსაიტს.

ამ ტურში "პსვ ეინდჰოვენმა" ნაადრევად გაინაღდა ჩემპიონობა, ქართველთა "ვიტესი" კი 54 ქულით მეოთხე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
Tsarmatebebs gisurveb,magari xar!
zaza
20 აპრილი 2015 03:51
0
ბრავო ვაკო, ძაან მაგარია. მთავარია მსგავსი წარმატებების მერე კიდევ უფრო მონდომებულად ივარჯიშო და არ დაემსგავსო უმეტეს ქართველ "ნიჭიერ" ფეხბურთელებს. წარმატებები ვაკოს და კაშიას!
georgiano
20 აპრილი 2015 01:07
0
ჩვენი იმედია ვაკოო წარმატებები
gio
19 აპრილი 2015 23:36
0
მაგრად დადექ ვაკო.წინ დიდი გუნდია...
1976-1981
19 აპრილი 2015 18:30
0
ერთი კაც მინც გავზარდეთ,ლომებთან მეომარია!!!!!!
ფან.ge
19 აპრილი 2015 16:50
0
გეთანხმები მართალი ხარ დძმაო
axali
19 აპრილი 2015 15:33
0
ვიდეო დადევით ყაზაიშვილის მაგარი ხარ ვახო წარმატებები
lasha
19 აპრილი 2015 15:31
0
დვალი იყო სასიამოვნო სიურპრიზი?კაკაბაძე რატომ ვერ გაამართლებდა?მაგრამ აქ მთავარი ფეხბურთის ხედვაა.თუ გინდა ,,ფეხბურთი ითამაშო,,ბურთი ამოიტანო,ცოტაც შეუტიო,მაშინ ლობჟანიძე არ უნდა ათამაშო...ძალიან არ მიყვარს პერსონალიებზე აქცენტის გამახვილება,მაგრამ მეტი კონკრეტულობაა საჭირო როცა 137-ე ხარ ,როცა 23 წელი ყოველი ახალი შესარჩევის მე-3-4 ტურისთვის გასვლის შანსები ნოლამდეა დასული....
ახალი
19 აპრილი 2015 12:55
0
ერთადერთი ქართველი ევროპაში რომელსაც სტატისტიკით საშუალოდ თითქმის ყოველ ორ თამაშში გოლი გააქვს.
მაგარი ხარ ძალიან მაგარი ვაკო.
სამაგიეროდ აპიარებენ უსაქმურებს ჯანოს,ოქრიას,და ჭანტურიას რომელთაც მთელ სეზონზე გააქვთ ერთი გოლი.
კარგით რა არ მოგბეზრათ ამ ზარმაცების გაპიარება?
ბრავო და კიდევ მადლობა ვაკოს.
MMMMagaria
19 აპრილი 2015 12:34
0
ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს ავუკრძალოთ ვარჯიშებზე დასწრება)))რაღაც არაადეკვატურ დასკვნების აკეთებენ ვარჯიშების შემდეგ შემადგენლობის შერჩევაში....როგორ შეიძლება ,რომ გელაშვილი ამჯობინო მჭედლიძეს(ქეცბაია...ან ნავალოვსკი რომ მხოლოდ გიბრალტარისთვის გაიხსენა)?როგორ შეიძლება,რომ დღეს ყენია ამჯობინო ყაზაიშვილს?ან ვერ დაინახო,რომ მახარაძე სისწრაფეებში ნაკრების დონე რომ არ არის?ან ვერ დაინახო,რომ კობახიძე საუკეთესო საყრდენად რომ იქნება...ან ლობჟანიძეს რომ დააყენებ და მერე ითხოვ,რომ გუნდმა დაცვიდან ბურთი ამოიტანოს,კომბინაციები გაითამაშოს,შეუტიოს(((ვერაფრით ვერ მესმის!იქნებ ვინმე დასწრებიხართ ვარჯიშებს და რაღაც საოცრებები ხდება ვარჯიშებზე?იცვლებიან ფეხბურთელები?
-ესენი არიან პროფესიონალი მწვრთნელები და ამათ აქვთ ფეხბურთის ხედვა?
ახალი
19 აპრილი 2015 12:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული