ლეგიონი: "ორჰუსმა" ამჯერად მათე ვაწაძის გოლის გარეშე მოიგო

AutoSharing Option
დანიის რანგით მეორე ლიგის XXVIII ტურში "ორჰუსმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "როსკილდეს".

ამ გამარჯვებით, ქართველების გუნდმა 55 ქულა მოაგროვა, გადაასწრო "ვიბორგს" და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. თუმცა ამ უკანასკნელს მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შეხვედრაში 88 წუთი ითამაშა მათე ვაწაძემ, თუმცა ამჯერად ვერ გაიტანა. ბოლო ათი წუთი დაჰყო მინდორზე დავით სხირტლაძემ. არ უთამაშია ტრავმირებულ დავით დევდარიანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული