კვიპროსულმა "ოთელოსმა" როინ კვასხვაძესა და ლევან ხმალაძეს კონტრაქტები გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
ფოტოზე: როინ კვასხვაძე
კვიპროსის ჩემპიონატის ბინადარმა "ოთელოსმა" ერთი წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი 25 წლის ჩვენებურ მეკარე როინ კვასხვაძეს და 30 წლის საყრდენ ნახევარმცველ ლევან ხმალაძეს.

"გუნდის მთავარი მწვრთნელის სურვილით, როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმეს.

კლუბი მიესალმება ამ ფაქტს და წარმატებას უსურვებს ფეხბურთელებს", - ნათქვამია "ოთელოსის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში მესამე ქართველიც თამაშობს - 25 წლის ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიაწექით ბიჭებო !
ჯონი
14:28 12-05-2015
0
вавав
ჯონი
14:28 12-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული