* * *
ფინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ირაკლი სირბილაძის "კუპსმა" გასვლით მატჩში 0:1 დათმო "როვანიემისთან". ტრავმის გამო სირბილაძე 21-ე წუთზე შეცვალეს."მეტოქის მუხლი მომხვდა ბარძაყის კუნთში და ძალიან მეტკინა. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ამას ხვალ-ზეგ გავიგებ. ფაქტი ისაა, რომ თამაშის გაგრძელება ვეღარ შევძელი", - გვითხრა სირბილაძემ, რომელსაც მატჩის შემდეგ შევეხმიანეთ.
ვეიკაუსლიგაში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა.
* * *
ლიტვაში "ტრაკაიმ" გასვლაზე 3:2 მოუგო "შტუმბრასს". სტუმართა რიგებში სათადარიგონი იყვნენ ახალგამოჯანმრთელებულები - ბესიკ ამაშუკელი და ნიკა აფაქიძე.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"