გიორგი ჭანტურია: 26 მაისს "ვერონას" წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ 22 წლის გიორგი ჭანტურიას კარიერაში ბევრი რამ შეიცვლება. ჩვენებური დიდი გამოწვევის წინაშე დგას - მისი გადაბირება რუმინული ფეხბურთის გრანდ "სტიაუას" სურს. აქტუალურია "ვერონას" ვარიანტიც...

გიორგის რუმინეთში შევეხმიანეთ და რამდენიმე საინტერესო საკითხზე გავესაუბრეთ. როგორც ყოველთვის, მან ამჯერადაც გულახდილად ილაპარაკა:

თავდაპირველად, ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჭანტურიამ უკვე ბევრი გადაიტანა...

"100 პროცენტით მზად ვარ სათამაშოდ. სანაკრებო მატჩების შემდეგ ზურგი მაწუხებდა და რამდენიმე თამაში ამის გამო გამოვტოვე. ახლა ყველაფერი კარგადაა", - გვითხრა ჭანტურიამ საუბრის დასაწყისში.

საინტერესოა, როგორ მიდის
ჭანტურიას ამჟამინდელი კლუბის, გასაჭირში მყოფი "კლუჟის" საქმე? ფინანსური კრიზისისა და ფეხბურთელებისთვის გადაუხდელი ხელფასების გამო, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ "კლუჟს" 24 ქულა დააკლო და, ფაქტობრივად, გასავარდნად გაწირა:

"კარგად მიდის "კლუჟის" საქმეები. გადაწყვეტილია, რომ გუნდს აუცილებლად დაუბრუნებენ იმ 24 ქულას, რომელიც ფინანსური კრიზისის გამო ჩამოართვეს.

მინდა, "კლუჟს" მხოლოდ წარმატებები ვუსურვო. ჩვენი გზები სეზონის ბოლოს გაიყრება. რაც შემიძლია, ვაკეთებ ამ გუნდისთვის. თავს არ ვზოგავ", - ამბობს ჭანტურია.

სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი?

"წინადადებები არის, მაგრამ ჯერ არ მინდა წინასწარ ლაპარაკი. ოფიციალური მიწვევა მომივიდა ბუქარესტის "სტიაუასგან". არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ არა მგონია, რუმინეთში გავაგრძელო კარიერა".

როგორც ჭანტურიამ გვითხრა, კვლავ აქტუალურია "ვერონას" საკითხი:

"ვერონას" წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრა 26 მაისს იგეგმება და ამ შეხვედრაზე ყველაფერი გადაწყდება. არ მინდა, ვიჩქარო, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ხანგრძლივია", - გვეუბნება ჭანტურია.

დაბოლოს, ჭანტურიას სანაკრებო თემაზეც ვკითხეთ:

"ავსტრიულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ. პოლონეთთან მატჩამდე, ეს ათდღიანი შეკრება და უკრაინასთან სპარინგი ძალიან წაგვადგება. კიდევ უფრო დავხვეწთ ახალ სათამაშო ტაქტიკას...

რაც შეეხება უშუალოდ პოლონეთთან შეხვედრას, საქართველოს ნაკრებს დასაკარგი აღარაფერი აქვს. გავალთ მოედანზე, ვიბრძოლებთ და შემტევ ფეხბურთსაც ვითამაშებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოლოს მოუწევს ბოლნისის სიონში თამაში.. ნუ აპიარებთ ამნაირ ...კოებს.. პირველივე ხელფასზე რო ფუჩდებიან
0
ეს ბიჭი ხომ მუდამ პერსპექტიულებშია ...
zizu
11:08 17-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული