ქართველებმა დატოვეს "ოთელოსი", რომელიც უმაღლესი ლიგიდან გავარდა. არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ კვიპროსელებმა დაწერეს, თითქოს კვასხვაძემ და ხმალაძემ ამ კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს.
"ლელო" კვიპროსში დაუკავშირდა კვასხვაძეს, რომელმაც გვითხრა:
"ოთელოსთან" ჩემი კონტრაქტი დასრულდა. "პაფოსში" გადავედი. ამას პირველად თქვენ გეუბნებით. კონტრაქტი ერთი სეზონით გავაფორმე. ჩემთან ერთად ითამაშებს ლევან ხმალაძეც. რაც შეეხება "ოთელოსის" მესამე ქართველს, ელგუჯა
ცნობისთვის, "პაფოსი" კვიპროსის უმაღლეს ლიგაში ახლახან დაბრუნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"