შეგახსენებთ, რომ გიგოლაევი თბილისში დაბადებული ოსი ფეხბურთელია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების სურვილი აქვს. 25 წლის გიგოლაევმა პოლონეთის ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა.
"პოდბესკიძიე" ძალიან სახიფათოა, როცა უტევს; თან მას ზურგს საშინაო კედლები უმაგრებდა. განსაკუთრებით 0:1-ზე გაგვიჭირდა, თუმცა გავიტანეთ და შემდეგ მშვიდად მივიყვანეთ მატჩი საჭირო შედეგამდე.
ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, ფიზიკურად ჩინებულ ფორმაში ვიყავით. შეკრებაზე ბევრმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამიტომაც კარგად ვითამაშეთ. ეს იყო
დღეს სტადიონზე ასობით ფანი პირველიდან 90-ე წუთამდე გვგულშემატკივრობდა. სუპერია, როცა სადაც არ უნდა ჩახვიდე, ფანები მხარში გიდგანან. როცა რუსეთში ვთამაშობდი, მსგავსი არაფერი ხდებოდა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია", - განუცხადა "რუხის" ოფიციალურ საიტს გიგოლაევმა, რომელსაც პოლონეთში "გიგის" უძახიან.