ქართული ლეგიონი: საბა კვირკველია და "რუბინი" ცსკა-სთან განადგურდნენ

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატში "რუბინმა" გასვლაზე 0:3 წააგო ცსკა-სთან. ყაზანელთა შორის 90 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ, მისი თანაგუნდელი მამუკა კობახიძე კი სათადარიგო იყო.

ნორვეგიის ტიპელიგაში "სტაბეკმა" შინ 2:3 დათმო სახელგანთქმულ "რუსენბორგთან". "სტაბეკის" შემადგენლობაში 58-ე წუთზე გამოჩნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი გიორგი გოროზია.

პოლონეთის პირველობაზე (ქვედა ჯგუფი) "რუხი" შინ 2:4 დამარცხდა "ბელხატოვთან". მასპინძელთა გუნდში 67-ე წუთზე შეცვალეს როლანდ გიგოლაევი, ვისაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე აკვირდება.

ფინურ ვეიკაუსლიგაში "კუპსმა" სტუმრად 1:1 ითამაშა ჰიფკ-თან. სტუმართა ქართველი შემტევი ირაკლი სირბილაძე ტრავმირებულია და ამ შეხვედრაში არ
უთამაშია.

დანიის სუპერლიგის მორიგ ტურში "ოდენსემ" გასვლაზე 0:1 წააგო "კოპენჰაგენთან". "ოდენსეს" განაცხადში ვერ მოხვდა ჩვენებური ლადო დვალიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული