ბაქოს "ინტერი" კახა ცხადაძის წამოსვლის შემდეგ გუნდის გაწვრთნას ისევ ქართველებს სთავაზობს

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა განაცხადა, რომ ბაქოს "ინტერის" მწვრთნელობა ორ ქართველ სპეციალისტს შესთავაზა - ზაურ სვანაძესა და გიორგი ჩიხრაძეს.

სვანაძე ბოლოს კახა ცხადაძის ასისტენტი იყო სწორედ "ინტერში", ხოლო ჩიხრაძე ზაქათალის "სიმურგს" მოძღვრავდა.

უცნობია, რას იტყვის "ინტერის" შეთავაზებასთან დაკავშირებით სვანაძე, ჩიხრაძის სამწვრთნელო მომავლის შესახებ კი ცნობილია, რომ ის კახა ცხადაძესთან საქართველოს ეროვნულ გუნდში იმუშავებს.

"ინტერის" პრეზიდენტის განცხადებით, თუ ორივე ქართველი უარს იტყვის, მაშინ გუნდს აზერბაიჯანელი სპეციალისტი ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ "ინტერში" ფინანსური კრიზისია. გუნდი ქართველმა ფეხბურთელებმა დატოვეს. არადა, სულ მალე ბაქოელებმა
ევროპის ლიგაზე უნდა ითამაშონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული