დავით თარგამაძე: დონეცკის "შახტარის" უზომოდ მადლიერი ვარ

AutoSharing Option
უკვე თითქმის ერთი წელიწადია, ნახევარმცველი დავით თარგამაძე სათამაშო პრაქტიკის გარეშეა. შემოდგომაზე მან მარიუპოლის "ილიჩევეცი" დატოვა, ბოლო დროს კი ფორმის შესანარჩუნებლად დონეცკის "შახტარის" დუბლებში ვარჯიშობს.

"20 ივნისამდე "შახტარი" შვებულებაშია. ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში. "შახტარის" გენერალურ დირექტორთან ერთად ჩემი აგენტი ეძებს ვარიანტებს.

რამდენიმე დღეში საქართველოში წავალ. ამ სეზონში იყო ვარიანტები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამიტომ დავრჩი და დუბლებში ვვარჯიშობდი. "შახტარში" სერიოზულად დამიჭირეს მხარი, მადლიერი ვარ.

მალე განვიხილავთ იმ ვარიანტებს, რაც მაქვს", - განუცხადა დავით თარგამაძემ უკრაინულ ტელეარხ Футбол 1-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული