"20 ივნისამდე "შახტარი" შვებულებაშია. ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში. "შახტარის" გენერალურ დირექტორთან ერთად ჩემი აგენტი ეძებს ვარიანტებს.
რამდენიმე დღეში საქართველოში წავალ. ამ სეზონში იყო ვარიანტები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამიტომ დავრჩი და დუბლებში ვვარჯიშობდი. "შახტარში" სერიოზულად დამიჭირეს მხარი, მადლიერი ვარ.
მალე განვიხილავთ იმ ვარიანტებს, რაც მაქვს", - განუცხადა დავით თარგამაძემ უკრაინულ ტელეარხ Футбол 1-ს.