დავით დარციმელიას დონეცკის "ოლიმპიკში" გადასვლა რეალურია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი, 20 წლის დავით დარციმელია, დიდი ალბათობით, კარიერას დონეცკის "ოლიმპიკში" გააგრძელებს. უკრაინელებს ქართველი შემტევის გადაბირება თურმე ძალიან უნდათ.

ბოლოს დარციმელია უნგრულ "სპარტაკუსში" თამაშობდა, თუმცა ამ გუნდს რანგით მესამე ლიგაში აქვეითებენ და კიდევ ერთ ქართველთან, ზურაბ არზიანთან ერთად, წამოსვლა არჩია.

დარციმელიას უკვე აქვს უკრაინაში თამაშის გამოცდილება. ის "სევასტოპოლის" ღირსებას იცავდა. ცნობილი მოვლენების შემდეგ ეს გუნდი დაიშალა. რაც შეეხება "ოლიმპიკს", უკრაინის ჩემპიონატში დონეცკელებმა მეათე ადგილი დაიკავეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დონეცკში საომრად თუ წახვალ თორე ფეხბურთს იქ აღარავინ თამაშობს.
kakoia
14:53 05-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული