გიორგი ოსიტაშვილი: ერთხელ მაინც რომ დავიმსახურო ნაკრებში შანსი...

AutoSharing Option
ფინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართული დერბი შედგა. გიორგი ოსიტაშვილის "კოოტეპემ" ირაკლი სირბილაძის "კუპსს" უმასპინძლა და 3:1 სძლია.

მატჩის დასრულების შემდეგ "ლელო" გიორგი ოსიტაშვილს შეეხმიანა:

"ძალიან კარგი თამაში იყო. ორივე გუნდი ბოლომდე დაიხარჯა. პირველი ტაიმი შედარებით დაბალ ტემპში წარიმართა, მეორე ნახევარში კი მომენტი მომენტზე იქმნებოდა.

სპეციალისტებმა დაწერეს, რომ მეც და ირაკლი სირბილაძესაც კარგი მატჩი გვქონდა. "კუპსის" მთელი შეტევა ირაკლიზეა აწყობილი. ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს გუნდში, ყველა საჰაერო გადაცემა მასზე კეთდება. ერთ-ერთ ეპიზოდში გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა...

მე თავიდან ბოლომდე
ვითამაშე და საგოლე პასი გავაკეთე. ეს მაშინ მოხდა, როცა მინიმალური ანგარიშით ვიგებდით...

"კოოტეპე" ამ სეზონში აღზევდა უმაღლეს ლიგაში, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება არ არის. მაინცდამაინც კარგად ვერ დავიწყეთ ჩემპიონატი, მაგრამ მერე ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ და მდგომარეობა გამოვასწორეთ...

მინდა, ორი სიტყვა ვთქვა საქართველოს ნაკრებზეც. ვნახე გუნდის ბოლოდროინდელი თამაში და ორი აზრი არ არის, რომ ნაკრებს პროგრესი ეტყობა. ვფიქრობ, შედეგიც მალე მოვა.

ნათქვამია, ყველა ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზეო და არც მე ვარ გამონაკლისი. ცდას არ დავაკლებ იმისთვის, რომ ერთხელ მაინც დავიმსახურო სანაკრებო შანსი. ეს ჩემი ოცნებაა", - გვითხრა ოსიტაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბიჭი მახსოვს საქართველოში, მაგარი მებრძოლი და შრომის მოყვარე იყო. ყოჩაგ გიორგი, ისე რომ ნახონ მაინც და დაინტერესდნენ ნაკრებიდან ურიგო არ იქნებოდა.
sssssss
07:29 29-06-2015
0
ეს ის შემთხვევაა როცა ბრმა ნაკრებმა ვერ შეამჩნია და დაკარგა კიდევ ერთი ბრილიანტი. შრომის მოყვარე მიზან დასახული და ნიჭიერი ადამიანი წარმატებები მინდა გისურვო შორეულ ფინეთში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული