ბუბა დაუშვილი ლვოვის "კარპატიში" დარჩა და ევროსაგზურისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
მართალია, რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ნაკრების 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი "კარპატის" შესაძლო დატოვებაზე საუბრობდა, მაგრამ გუშინ, 28 ივნისს შევიტყვეთ, რომ ფეხბურთელმა ლვოვურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ეს ამბავი "კარპატის" დირექტორმა იური ბენოამ გაახმაურა და იქვე დასძინა - ისეთი გუნდის გაკეთებას ვაპირებთ, ევროსაგზურის მოპოვებას რომ შეძლებსო.

შეგახსენებთ, რომ ბუბა დაუშვილის კარიერა "ზესტაფონში" დაიწყო და სწორედ აქედან აღმოჩნდა "კარპატიში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული