ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" "დორნბირნის" დარბევაში 2 პასით დაეხმარა

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად ავსტრიულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც პირველ საკონტროლო მატჩში ითამაშა კიდეც.

მოსკოვურმა გუნდმა, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - დმიტრი ალენიჩევი, შეხვედრა დორნბირნში ადგილობრივ გუნდთან გამართა და მეტოქე არასაფეხბურთო ანგარიშით - 12:0 დაამარცხა.

ცნობისთვის, "დორნბირნი" ავსტრიის მესამე ლიგის გუნდია.

ანანიძემ თამაში სასტარტოში დაიწყო და მოედანზე პირველი ტაიმი დაჰყო, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 4:0 მოიგო. ჯანოს თავად არ გაუტანია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ანგარიში ქართველი ნახევარმცველის მონაწილეობით გაიხსნა, მესამე გოლი კი სულაც მისი პასით გავიდა.

მომდევნო სპარინგ-მატჩს "სპარტაკი"  3
ივლისს, "ლუცერნთან" ჩაატარებს, 7-ში კი - "ფრაიბურგთან".
მკითხველის კომენტარები / 1 /
50 წლის ვარ და ერთ გოლს მეც გავიტანდი,არათუ ორ პასს. რას წერთ საერთოდ!
feola
15:57 30-06-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული