ვაკო გვილია: ეს "მეტალურგის" მაისურით გატანილი ჩემი პირველი გოლია

AutoSharing Option
ვაკო გვილია ზაპოროჟიეს "მეტალურგს" შეკრებაზე ახლავს. უკრაინული პასპორტის მქონე ქართველმა საკონტროლო შეხვედრაში თავი გამოიჩინა. "მეტალურგი" უკრაინის პირველი ლიგის კლუბ კრივოი როგის "გორნიაკს" შეხვდა და 2:0 დაამარცხა.

ანგარიში ძლიერი დარტყმით სწორედ გვილიამ გახსნა, მეორე გოლი კი მისი გადაცემით (მეკარესთან პირისპირ გაიყვანა) ნიკიტა ტატარკოვმა გაიტანა.

"მიხარია, რომ გუნდში სულ უფრო და უფრო მენდობიან. ეს ჩემს თამაშსაც დაეტყო, რადგან მწვრთნელის ნდობა დიდი სტიმულია. ახლა გოლი და საგოლე გადაცემა ჩავიწერე აქტივში.

მართალია, ეს საკონტროლო მატჩი იყო, მაგრამ მოთამაშეს თითოეულ ასეთ შეხვედრაში აკვირდებიან, სწავლობენ და
აფასებენ. ეს იყო "მეტალურგის" ფორმით გატანილი ჩემი პირველი გოლი", - ამბობს 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული